პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკ კოლეგა იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა და მხარეებმა ხელი მოაწერეს 2027 წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც აგრარული თანამშრომლობისა და ინოვაციების დანერგვას ისახავს მიზნად.

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
პირველი არხი

უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის საკითხს.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი საერთო ინტერესია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის უზბეკეთში ექსპორტის გაზრდის კარგი პოტენციალი არსებობს.

დავით სონღულაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მინისტრის მოადგილეების დონეზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სპეციალისტებსა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერების და ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, ასევე, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახრამონ იულდაშევი, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნარზულო ობლომურადოვი და სხვა წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები