პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის კლიმატის ცვლილების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც მხარეები „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ალიანსის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
იმედინიუსი

უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველს გარემოსდაცვით საკითხებში, ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს - აბდუხაკიმოვ აზიზ აბდუხაკაროვიჩს შეხვდა.

„საქართველოსა და უზბეკეთს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ჩვენი მიზანია, არსებული შეთანხმებები კონკრეტულ ერთობლივ ინიციატივებსა და პრაქტიკულ შედეგებში აისახოს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და გამოცდილების გაზიარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა მოიცავს მრავალ სფეროსა და მიმართულებას, მათ შორის გარემოს დაცვას, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას როგორც საქართველო, ისე უზბეკეთი. ასევე, შევთანხმდით ეგრეთ წოდებული „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ალიანსის“ შექმნაზე, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ და ხელი შევუწყოთ ერთობლივ რეგიონულ პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ცენტრალურ აზიას, ისე კავკასიას“, - განაცხადა აბდუხაკიმოვ აზიზ აბდუხაკაროვიჩმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის აღდგენისა და დაცვის, დაცული ტერიტორიების მართვის, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილს ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები