ნონა ქურდოვანიძე: მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა გახდა ფონიჭალაში აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა - ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ქვეყანაში დაკმაყოფილებული
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების საბაზისო პირობები დაკმაყოფილებული არ არის და გამოძიებამ „თბილისიენერჯის“ პასუხისმგებლობა უნდა შეისწავლოს.

იმედია სწრაფად მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ყველა დაზარალებულის გამოყვანა - ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და დადგინდეს რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა ამაში ,- წერს საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
ის ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში გაზის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, „თბილისიენერჯი“ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, მას სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების და სისტემატური შემოწმების ვალდებულება. ამიტომ, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, როგორ სრულდებოდა ეს ვალდებულება.
„იმედია სწრაფად მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ყველა დაზარალებულის გამოყვანა. ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამფაქტის გამოძიება და დადგინდეს რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა ამაში. მოვისმინეთ ,,თბილისიენერჯის“ წარმომადგენლის განმარტებაც, რომ იმ ბინაში, სადაც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირის მოხმარება არ ფიქსირდებოდა წინა პერიოდში. „თბილისიენერჯი“ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, მას სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების და სისტემატურიშემოწმების ვალდებულება. ამიტომ, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, როგორ სრულდებოდა ეს ვალდებულება“, - წერს ქურდოვანიძე.
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა კომპანიაში ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ის აღნიშნავს, სავარაუდოდ მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…