პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნონა ქურდოვანიძე - მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა გახდა ფონიჭალაში აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა - ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ქვეყანაში დაკმაყოფილებული

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების საბაზისო პირობები დაკმაყოფილებული არ არის და გამოძიებამ „თბილისი ენერჯის“ მხრიდან ვალდებულებების შესრულება უნდა შეისწავლოს.

ნონა ქურდოვანიძე - მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა გახდა ფონიჭალაში აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა - ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ქვეყანაში დაკმაყოფილებული
ინტერპრესნიუსი

იმედია სწრაფად მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ყველა დაზარალებულის გამოყვანა - ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და დადგინდეს რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა ამაში ,- ამის შესახებ საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს აფეთქებას ეხმაურება.

როგორც ქურდოვანიძე წერს, „თბილისი ენერჯი“ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, მას სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების და სისტემატური შემოწმების ვალდებულება. ამიტომ, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, როგორ სრულდებოდა ეს ვალდებულება.

„იმედია სწრაფად მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ყველა დაზარალებულის გამოყვანა.

ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და დადგინდეს რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა ამაში. მოვისმინეთ ,,თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განმარტებაც, რომ იმ ბინაში, სადაც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირის მოხმარება არ ფიქსირდებოდა წინა პერიოდში.

„თბილისი ენერჯი“ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, მას სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების და სისტემატური შემოწმების ვალდებულება. ამიტომ, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, როგორ სრულდებოდა ეს ვალდებულება“, - წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი ფონიჭალაში აფეთქებაზე: აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები