ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ერთ სტრატეგიულ ამოცანას, მიზანს და გზას მიუყვებიან
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური ძალები ერთიანია და ისინი სასამართლოში საკუთარი ნამოქმედარის უარყოფით მოსამართლეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ერთ სტრატეგიულ ამოცანას, მიზანს და გზას მიუყვებიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ისინი რომ ერთნი არიან იმ ბრალდებებში, რომელიც სარჩელშია ასახული, ეს ამ პროცესმა ყველაზე კარგად დაადასტურა და ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმაც თავისი ვერდიქტი გამოიტანა.
„მოპასუხე მხარეს ქართული და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებული დანაშაულები არ მიაჩნიათ დანაშაულად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არცერთი ინსტიტუციის მიერ დადგენილი დანაშაული მათთვის არ აღიქმება დანაშაულად.
ფაქტია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სასამართლოს რაღაც ვერდიქტი ექნება გამოსატანი, ამიტომ როდესაც ისინი თავის ნათქვამსა და ნამოქმედარზე დღეს უარს აცხადებენ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ისინი ამით ცდილობენ, რომ არამხოლოდ ისტორია გადაწერონ, არამედ სასამართლო შეიყვანონ ერთგვარ შეცდომაში და მოაჩვენონ, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა.
მათ იციან, რომ შესაძლო ვერდიქტის სტრასბურგში წაღების შემთხვევაში იმედი არ აქვთ, რომ სტრასბურგი მათ გაამართლებს. ამიტომ ცდილობენ, რომ სასამართლოში თავიანთი ნამოქმედარი და ნათქვამი უარყონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…