პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი, გვაქვს ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები - ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თვითონ ცხოვრებამ მოიტანა

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა ცხოვრებამ მოიტანა და ოპოზიციის კრიტიკას „არანაირი ფასი არ აქვს“. მინსკში ერთმანეთს გიორგი ზურაბაშვილი და მიხაილ გალუზინი შეხვდებიან.

ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი, გვაქვს ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები - ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თვითონ ცხოვრებამ მოიტანა
ინტერპრესნიუსი

ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თვითონ ცხოვრებამ მოიტანა. რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი, მაგრამ გვაქვს გარკვეული ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა და ჰუმანიტარული საკითხები, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის დაგეგმილ შეხვედრას და ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ოპოზიციის კრიტიკას კი „არანაირი ფასი არ აქვს“.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის ფორმატი, რომელიც ათეული წლის განმავლობაში უკვე არსებობს და ფორმატს თავისი მნიშვნელობა გააჩნია. თუ არ ვცდები, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს ფორმატი იყო შეჩერებული, მაგრამ დღეს ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თვითონ ცხოვრებამ მოიტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი, მაგრამ გვაქვს გარკვეული ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა, ჰუმანიტარული საკითხები არის. ამიტომ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი პრაქტიკული საკითხი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის გადასაწყვეტი.

რაც შეეხება ოპოზიციის უარყოფით დამოკიდებულებას, გასაგებია, რომ ოპოზიციას არაფერი მოსწონს ის, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რეალურად შეიძლება წაადგეს. იმ კრიტიკოს ოპოზიციონერებს შევახსენებ იმას, რომ მათი, ასე ვთქვათ, საქართველოს “დამამარცხებელი პრეზიდენტი” ამ ომის დამთავრებიდან ერთი კვირის თავზე ყველა ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მათ შორის ევროპული ტრიბუნიდან აცხადებდა: “მზად ვარ შევხვდე ვლადიმერ პუტინს”. საზღვარზე მისი ქმედებებიც ყველას კარგად გვახსოვს. ამიტომ მათ კრიტიკას არანაირი ფასი არა აქვს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ უცხოური აგენტურის განცხადებებს ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები