პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკური დიალოგის განახლება მნიშვნელოვანია, ოპოზიციის კრიტიკას კი ფასი არ აქვს და მას „უცხოურ აგენტურას“ უწოდებს.

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ
პირველი არხი

ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ მოიტანა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ამ მიმართულებით დიალოგის განახლება მნიშვნელოვანია და ბევრი პრაქტიკული საკითხი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიციას არ მოსწონს ის, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება რეალურად წაადგეს.

„მათ შევახსენებ, რომ მათი დამარცხებული პრეზიდენტი ომის დამთავრებიდან ერთი კვირის თავზე ყველა ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მზად იყო ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა. საქართველოს საზღვარზე მისი ქმედებებიც ყველას ახსოვს. ამიტომ, მათ კრიტიკას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და ამ უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი, გვაქვს ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები - ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თვითონ ცხოვრებამ მოიტანა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები