პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1003 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმერევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ1003 ჩანაწერი · 13 მედია

არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძე ოპოზიციას ფსევდოლიბერალურ ფაშიზმში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასა და სხვა პარტიების განცხადებები მედიის სანქცირებაზე ადასტურებს, რომ ისინი „ასაკრძალები არიან“.

არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან
იმედინიუსი

რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

„რაც დღეს ვნახეთ არაკონსტიტუციური პარტიების განცხადებებიდან თავისუფალი მედიის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. აი, ხომ ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ პატივს ვცემთ იმ აზრსაც, ვიბრძოლებთ იმ აზრისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. აღარ ვაკადრებ საზოგადოებას, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა და რა განცხადებაც გააკეთა, რა დაემართოს თავისუფალ მედიასო. ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ადამიანის უფლებებისადმი - რაც არ მოსწონთ, მათთვის რაც მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.

კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არც დასაბუთებას, ისინი ყოველთვის გარეთ იყურებიან და გარედან რასაც გადაწყვეტენ, იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ და რაღაც თქვან ამის საწინააღმდეგო - პირიქით, მოხარული არიან თავისუფალ სიტყვაზე და დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. მეტი რაღაცნაირად უნდა დაამტკიცონ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, რომ ასაკრძალები არია, ალბათ, წარმოუდგენელია“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, "ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა" - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები