ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ რუსეთი ცდილობს, პერიოდულად განახორციელოს ამა თუ იმ ფორმით ზეწოლა, ეს ახალი არ არის

ქართული ოცნება

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და სეპარატისტული რეგიონების აღიარების მცდელობების მიუხედავად, საქართველოს პოზიცია უცვლელია. მან აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების იურიდიული აღიარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს ქვეყანა არ გადადგამს.

ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ რუსეთი ცდილობს, პერიოდულად განახორციელოს ამა თუ იმ ფორმით ზეწოლა, ეს ახალი არ არის
ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ რუსეთი ცდილობს, პერიოდულად განახორციელოს ამა თუ იმ ფორმით ზეწოლა, ეს ახალი არ არისინტერპრესნიუსი

რუსეთის მხრიდან სეპარატისტული რეგიონების აღიარებისკენ მიმართული ზეწოლისა და იმპულსური განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პოზიცია უცვლელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.

„რუსეთის პოზიცია ყოველთვის იყო მიმართული იქითკენ, რომ რამენაირად საქართველოს მოეხდინა ისეთი იურიდიული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონების და ოკუპირებული რეგიონების აღიარებისკენ უბიძგებდა საქართველოს.

ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა და პოზიცია, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური, ყოველთვის იყო ცალსახად გამოკვეთილი და ჩვენი ქვეყნის როგორც კონსტიტუციის, ასევე საერთაშორისო სამართლის და სამართლიანობის პრინციპებს ემყარებოდა. ამიტომ, აქ აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა და გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერის გზავნილი მთელი მსოფლიოს მიმართ ამ მიმართულებით არის უცვლელი.

ზოგადად ის, რომ რუსეთი ცდილობს, რომ პერიოდულად განახორციელოს ამა თუ იმ ფორმით ზეწოლა, ეს ახალი არ არის. მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ ცვლის თავის ძირითად გეოპოლიტიკურ არჩევანს. გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის საქართველო მიუხედავად, ასე ვთქვათ, ცალკეული უმადურთა განცხადებებისა, კვლავ ერთგული რჩება, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ვინც ახლა აქ ერთი პერიოდი ევროპის ახალ შუქურებად მონათლეს, ხელი არ მოაწერა ნიუ-იორკში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

აი, ეს ყველაფერი, ხანდახან იმპულსურ, პერიოდულ განცხადებებში გადაიზრდება ხოლმე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არ არის ახალი საქართველოსთვის და ჩვენ სწორედ აი ამ რთულ, ტურბულენტურ პირობებში გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება.

რაც შეეხება, სანდო სავაჭრო პარტნიორს, ასეთი დღეს მსოფლიოში არავინ აღარ არის. რუსეთი კი არა, არავინ აღარ არის. აგერ, ყულევის ტერმინალი აშენდა. საქართველომ ნავთობის გადამუშავება დაიწყო სანქციების წესის სრული დაცვით. მათ შორის, რუსულ ნავთობსაც ყიდულობდა ტერმინალი, ოღონდ ყველა წესის დაცვით, რაც ევროპის და ამერიკის მიერ დაწესებული სასანქციო რეჟიმებით იყო გათვალისწინებული. მაგრამ გვითხრეს, ეს კარგ მოგებას უტოვებს საქართველოს და დაგასანქცირებთო. ამიტომ სანდო ამ გეოპოლიტიკურ ომში არავინ არ არის. სანდო ვართ ჩვენი თავისთვის, მხოლოდ ჩვენ ქართველები”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ კვლავ ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიები უნდა გასცეს და ე.წ. საზღვრების დემარკაცია უნდა მოხდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?