ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ პოზიტივი შემოიტანა და პარტნიორებთან ჩინეთი აქცენტს შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე აკეთებს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართველოს და ჩინეთის მმართველ პარტიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.
„სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც. ჩინეთი გამორჩეულია თავისი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სფეროებით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები ინდუსტრიულად ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქში. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს სწორედ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც. ჩინეთი გამორჩეულია თავისი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სფეროებით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები ინდუსტრიულად ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქში. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს სწორედ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…