პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1003 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმერევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ1003 ჩანაწერი · 13 მედია

ლევან სამუშია - „კასრების საქმეზე“ მტკიცებულებები განადგურდა, რაც დაუშვებელი იყო, დისკებს აფრიალებდა და ანადგურებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ესეც იმ სისტემის ხელშეწყობა იყო - ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებელი, სხვებს აქვთ თავი სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ „კასრების საქმეზე“ ირაკლი ღარიბაშვილმა მტკიცებულებები გაანადგურა და ამით სისტემას ხელი შეუწყო.

ლევან სამუშია - „კასრების საქმეზე“ მტკიცებულებები განადგურდა, რაც დაუშვებელი იყო, დისკებს აფრიალებდა და ანადგურებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ესეც იმ სისტემის ხელშეწყობა იყო - ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებელი, სხვებს აქვთ თავი სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“
ინტერპრესნიუსი

თავის მართლებას ვერ დავიწყებ, რადგან ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებელი, სხვებს აქვთ თავი სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“, მაგრამ როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, შეიძლება, თუ არა იმ სისტემის ნაწილი ყოფილიყო განათლების დღევანდელი მინისტრი, გივი მიქანაძე, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო?, - ეს შეკითხვა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დასვა, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება.

დღევანდელი სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება, საუბარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარ “სისტემურ დანაშაულებზე”. ლევან სამუშიას თქმით, მაშინ მომხდარ ფაქტებზე საკუთარი პოზიცია ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა ისეთ საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების განადგურება, რომელიც ეხებოდა ე.წ. კასრების საქმეს. სამუშია მიიჩნევს, რომ ესეც ერთგვარად სისტემის ხელშეწყობა იყო.

„კასრების საქმესთან“ დაკავშირებით იყო საუბარი და საუბარი ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევაზე, ჩემი პოზიციაც მქონდა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, აი, ასე აფრიალებდა დისკებს და ანადგურებდა დისკებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თუ არ ვცდები, შს მინისტრი, თუ პრემიერ მინისტრი იყო. მტკიცებულებების განადგურება მოხდა. მე მიმაჩნია,რომ ესეც იმ სისტემაზე ხელის შეწყობა იყო, რომელიც 2026 წელია და კიდევ გრძელდება იმიტომ, რომ მტკიცებულებები განადგურდა, რაც კატეგორიულად დაუშვებელი იყო. „კასრების საქმე“ საქვეყნოდ ცნობილი საქმეა.

5-6 წლის წინ, ოფიციალურად გამოძიებაა დაწყებული, რომ სამღვდელოება ჰყავდათ ოფიციალურად ჩართული. გაგვცენ პასუხი, ვინ ჩართო სამღვდელოება, უმაღლესი იერარქები და ვინ უსმენდა სულიერ შვილებს? აი, ამაზეა საუბარი“, - განაცხადა სამუშიამ.

სამუშიას თქმით, როდესაც საუბარია სისტემურობაზე, ამას ისე არ უნდა შევხედოთ, რომ ამ სისტემას მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა.

„სისტემა არის მეტასტაზებგადგმული - მძიმე დანაშაულებში მონაწილე პირები. სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ის ადამიანები ახლაც ხომ მაღალ თანამდებობებზე არიან? ამიტომ, როდესაც ეს ადამიანები გვეუბნებიან სისტემურობაზე, იმიტომაც ვახსენე 2004 და 2026 წელი, ის ახლაც ხდება. წარმოდგენილ სარჩელში, მე მიკვირს რომ ვართ, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტს, საბოლოოდ, ვინ და როგორ... მე, ჩემი პარტიის წევრებს - ფიქრია ჩიხრაძეს, დავით უსუფაშვილს და ყველას, ვინც ვართ, ჩვენი პოზიცია გვქონდა.

თავის მართლებას ვერ დავიწყებ, რადგან ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებელი, სხვებს აქვთ თავი სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“, მაგრამ როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, შეიძლება, თუ არა იმ სისტემის ნაწილი ყოფილიყო განათლების დღევანდელი მინისტრი, გივი მიქანაძე, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო?“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

სამუშიას სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა,რომ მისი ეს გამოსვლა იყო პოლიტიკური დასკვნა, რადგან ყველაფერზე ისაუბრა, გარდა კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისა.

„ყველაფერზე ილაპარაკეთ, გარდა იმისა, რაც იყო შეკითხვა დასმული 2003-2012 წლების შესახებ“-აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა" - "ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები