პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა" - "ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე განაცხადა, რომ „მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა“ და პლენუმისგან მტკიცებულებათა სრულფასოვანი გამოკვლევა მოითხოვა.

"მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა" - "ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს
TV პირველი

"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და აღნიშნულ პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს - აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე ლევან სამუშიამ დააყენა.

"პირდაპირ გეტყვით, მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა. ეს არის სამართლის ენაზე ის, რაც მიმდინარეობს" - მიმართა პლენუმს სამუშიამ.

ლევან სამუშია: მე სასამართლოს შემიძლია სხვა შუამდგომლობით მტკიცებულების ამორიცხვა ან დასაშვებობა ვთხოვო, მაგრამ, მე აქ სასამართლო პლენუმს მოგიწოდებთ და გთხოვთ, კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოთ. კანონმდებელი და კანონი პლენუმს და სასამართლოს შემადგენლობას ცალსახად გეუბნებათ, რომ ვალდებულება აქვს სასამართლოს, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეებმა მიიღონ მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გამოიკვლიონ აღნიშნული მტკიცებულებები.

მოვითხოვ საკონსტიტუციო სასამართლოსგან, არ გამოტოვოთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, გავითავლისწინოთ იმპერატიული მოთხოვნები, მოგვცეთ ჩვენ შესძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, დავიცვათ თავი, წარმოვადგინოთ პოზიციები, მტკიცებულებებზე გავაკეთოთ მითითებები, აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უპირველეს ყოვლისა, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკლვვევა, შემდეგ კი მოხდეს სხვა სამართლებრივი პროცესუალური ნორმების განხორციელება. უმთავრესია მტკციებულებათ გამოვლვევა, თავისი გამოკვლევით და არა გამოკვლეულად ჩათვლით. მტკიცებულებები კი, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არის, ამორიცხონ საქმიდან. ნაწილი დატოვონ,ნაწილი ამორიცხონ, რომ სასამართლოს მისცენ შესაძლებლობა, რომ ნაყოფიერად იმუშაონ.

როდესაც ასეთი მძიმე განაჩენი გამოდის და აკრძალვაზე და ლიკვიდაციაზეა საუბარი, მოგწიოდებთ, კანონის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედოთ.

რევაზ ნადარაია: ანუ დავიწყოთ საქმეზე დართული ბმულების ყურება?

ლევან სამუშია: სარჩელზე არის ბმულები სხვადასხვა საინფორმაციოდან, ხომ არ ამობეჭდაავდნენ, ელექტრონულადაა.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა.

დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს.

სარჩელთან დაკავშირებული სხდომები მიმდინარე კვირაში 11, 12 და 13 ნოემბერსაცაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური"ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირდაპირ გეტყვით, მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა. ეს არის სამართლის ენაზე ის, რაც მიმდინარეობს“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები