პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე „ძლიერმა საქართველომ“ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მხარეების მონაწილეობა მოითხოვა, რადგან საქმე პარტიების ლიკვიდაციას ეხება.

"ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს
TV პირველი

"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და აღნიშნულ პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს - აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე ლევან სამუშიამ დააყენა.

" უპირველეს ყოვლისა, მოვითხოვთ, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა.... არ გამოტივოთ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი" - მიმართა პლენუმს სამუშიამ.

მე სასამართლოს შემიძლია სხვა შუამდგომლობით მტკიცებულების ამორიცხვა ან დასაშვებობა ვთხოვო, მაგრამ, მე აქ სასამართლო პლენუმს მოგიწოდებთ და გთხოვთ, კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოთ. კანონმდებელი და კანონი პლენუმს და სასამართლოს შემადგენლობას ცალსახად გეუბნებათ, რომ ვალდებულება აქვს სასამართლოს, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეებმა მიიღონ მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გამოიკვლიონ აღნიშნული მტკიცებულებები.

მოვითხოვ საკონსტიტუციო სასამართლოსგან, არ გამოტოვოთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, გავითავლისწინოთ იმპერატიული მოთხოვნები, მოგვცეთ ჩვენ შესძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, დავიცვათ თავი, წარმოვადგინოთ პოზიციები, მტკიცებულებებზე გავაკეთოთ მითითებები, აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უპირველეს ყოვლისა, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკლვვევა, შემდეგ კი მოხდეს სხვა სამართლებრივი პროცესუალური ნორმების განხორციელება. უმთავრესია მტკციებულებათ გამოვლვევა, თავისი გამოკვლევით და არა გამოკვლეულად ჩათვლით. მტკიცებულებები კი, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არის, ამორიცხონ საქმიდან. ნაწილი დატოვონ,ნაწილი ამორიცხონ, რომ სასამართლოს მისცენ შესაძლებლობა, რომ ნაყოფიერად იმუშაონ.

როდესაც ასეთი მძიმე განაჩენი გამოდის და აკრძალვაზე და ლიკვიდაციაზეა საუბარი, მოგწიოდებთ, კანონის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედოთ", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა.

დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს.

სარჩელთან დაკავშირებული სხდომები მიმდინარე კვირაში 11, 12 და 13 ნოემბერსაცაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური"მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა" - "ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უპირველეს ყოვლისა, მოვითხოვთ, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა.... არ გამოტივოთ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები