პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1003 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმერევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ1003 ჩანაწერი · 13 მედია

როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, არაფერი გვაქვს ჩვენ [„ლელოს“] თავის სამართლებელი – სამუშია

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

„ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ პარტიას 2003-2012 წლების სისტემურ დანაშაულებზე თავის სამართლებელი არაფერი აქვს და ძველი სისტემის წარმომადგენლები დღეს „ქართულ ოცნებაშიც“ არიან.

როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, არაფერი გვაქვს ჩვენ [„ლელოს“] თავის სამართლებელი – სამუშია
ნეტგაზეთი

„ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, მისი პარტიის წევრებს 2003-2012 წლებში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავის სამართლებელი არაფერი აქვს და იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ამის გამო თავი უნდა იმართლონ, დღეს „ქართული ოცნების“ სისტემის ნაწილი არიან.

ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე „ქართული ოცნების“ კითხვის პასუხად განაცხადა.

„ოცნების“ წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხეს, იყო თუ არა ენმ-ის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის.

პასუხად ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ ეს ადამიანის უფლებები სისტემურად და სისტემურად არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგაც ირღვევა.

სამუშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი 2003-2012 წლის პერიოდს შეეხება, „ლელოს“ წარმომადგენლები გმობენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სისტემურად და სისტემურად ადამიანის უფლებების დარღვევასაც.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2004-2026 წლებში სისტემურად და სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები… გვედავებიან არ დაგმობას და წინასწარ ვგმობ ამ ქმედებას. წინასწარ დავგმეთ უკვე, იმიტომ რომ ვიცით, ძალიან ბევრი დანაშაულებია ჩადენილი. ვგმობდით და ვგმობდით, მაგრამ ახლაც დავგმეთ წინასწარ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ საქმეებზე საუბრობს, უნდა ისაუბრონ იმაზეც, მიეცა თუ არა ამ საქმეების რომელიმე მოსამართლე ან პასუხისგებაში.

„ყველა ხელისუფლების პირობებში, ყოველთვის დემოკრატიულ წყობაში სისტემური დანაშაულები რომ არ იყოს, ამას სჭირდება შემაკავებელი ინსტიტუციები. ეს არის პირველ რიგში საგამოძიებო სტრუქტურები და შემდგომ არის სასამართლო. როდესაც კონკრეტულ საქმეებზე არის საუბარი, რომელი მოსამართლე ან რომელი პროკურორი მიეცა პასუხისგებაში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე? – რომლებმაც უკანონოდ წაუყენეს ბრალი და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და რომელმაც მსჯავრი დასდეს, საუბარია სასამართლოს წარმომადგენლებს.

ეს ხომ მისით არ ხდებოდა. როდესაც სისტემურობაზეა საუბარი, ნუ შევხედავთ ამას, რომ ამ სისტემას მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა. სისტემა არის ჩვეულებრივად მეტასტაზებად გადგმული ძალიან მძიმე დანაშაულებში მონაწილე პირები. ის ადამიანები ახლაც ხომ მაღალ თანამდებობებზე არიან…

თავის მართლებას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ არაფერი არა გვაქვს ჩვენ [„ლელოს“] თავის სამართლებელი, სხვებს აქვთ თავის სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“. როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან: იმ სისტემის ნაწილი შეიძლება ყოფილიყო თუ არა დღევანდელი განათლების მინისტრი მიქანაძე, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები