პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მხრივ

საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა; ქართულმა მხარემ სინგაპურთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა წამოაყენა.

ნათია თურნავა: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მხრივ
რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორთან ჩია დერ ჯიუნთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ნათია თურნავას განცხადებით, სინგაპურის ცენტრალური ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

„სინგაპურის ცენტრალური ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა. უკვე აქტიურად ვხედავთ სინგაპურული ორგანიზაციების დაინტერესებას საქართველოთი და გვინდა მარეგულირებლებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და GFTN-ს შორის არსებულ თანამშრომლობასაც. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელობაზე, რომელიც სინგაპურულ მხარესთან პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორჯერ გაიმართა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხები.

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცირე ზომის მიუხედავად, ორივე ქვეყანას ახასიათებს მაღალი მოქნილობა გადაწყვეტილებების მიღების ეფექტური პროცესში, რაც ინოვაციების სწრაფ დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მისი შეფასებით საქართველოში დინამიურად ვითარდება ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში მას რეგიონში მიმზიდველობის ცენტრად და მთავარ მოთამაშედ აყალიბებს.

„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ გააჟღერა ინიციატივა სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ. სინგაპურულმა მხარემ აღნიშნული წინადადების განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი კეჟერაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავამ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
  2. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავამ, წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
  3. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
  4. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავა: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
  5. რუსთავი 2სამთავრობოგავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით - ჩია დერ ჯიუნი
  6. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
  7. იმედინიუსისამთავრობოსინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები