სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ფინტექის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს და მოუთმენლად ელიან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველოსა და სინგაპურს ახასიათებთ გადაწყვეტილებების მიღების მაღალი მოქნილობა, რაც ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - ამის შესახებ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. მისი თქმით, ისინი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავენ.
„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნა ჩია დერ ჯიუნმა.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის განხილვის მზადყოფნაც სინგაპურულმა მხარემ უკვე გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიანათია თურნავამ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
ნათია თურნავამ, წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით - ჩია დერ ჯიუნი
ნათია თურნავა: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მხრივ
ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…