“მოლოდინში ვართ, რომ ღმერთი გადმოგვხედავს”– ბექა ოდიშარია
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა; ბექა ოდიშარიას ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი ზოგიერთი ადამიანი კავშირზე არ არის.

ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, “ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც ამ წუთებში მაშველები ნანგრევებში ეძებენ, კავშირზე არ არიან.
ამბავი მოხდა 08:47 წუთზე. სამაშველო სამსახური პრაქტიკულად წუთებში გაჩნდა, იმდენად სწრაფადო, რომ მეხუთე სართულზე დამწვარი ადამიანის, რომელსაც 70% აქვს დამწვარი, მისი გამოყვანაც კი მოხერხდა და გადაყვანა ხეჩინაშვილის კლინიკაში. უწყვეტად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. იმდენად მძლავრი იყო აფეთქება, რომ “სინკარები” ამ ხუთი სართული ფაქტობრიად ჩამოწოლილია. მოლოდინში ვართ, რომ ღმერთი გადმოგვხედავს, თუმცა ცალსახად, ვითარება რთულია. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი კავშირზე არ არიან. მიმდინარეობს სპეციალური მოსამზადებელი სამუშაოები სირთულიდან გამომდინარე, რომ ფაქიზად მოხდეს, ვინაიდან ვინარჩუნებთ იმედს, რომ მოხდება ადამიანების გადარჩენა და პოვნა. დაზარალებულების და ყველას გადაყვანაზე უკვე დაჭერილია თადარიგი. ყველა ადამიანის ევაკუაცია მოხდება და გადაყვანა სასტუმროში. ეს იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა”, – ამბობს ბექა ოდიშარია.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…