პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვითარება რთულია, არიან ადამიანები, რომლებიც კავშირზე არ არიან" - ბექა ოდიშარია კორპუსში აფეთქებაზე

ქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი სართული ჩამოინგრა. ბექა ოდიშარიას ცნობით, ვითარება რთულია და ნანგრევებში მოყოლილი ზოგიერთი ადამიანი კავშირზე არ არის.

"ვითარება რთულია, არიან ადამიანები, რომლებიც კავშირზე არ არიან" - ბექა ოდიშარია კორპუსში აფეთქებაზე
TV პირველი

ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ვითარება რთულია - ადგილზე მისული "ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც ამ წუთებში მაშველები ნანგრევებში ეძებენ, კავშირზე არ არიან.

ოდიშარიას თქმით, აფეთქება იმდენად მასშტაბური და ძლიერი იყო, რომ კორპუსის ხუთი სართული ფაქტობრიად ჩამოწოლილია.

ამბავი მოხდა 08:47 წუთზე. სამაშველო სამსახური პრაქტიკულად წუთებში გაჩნდა, იმდენად სწრაფადო, რომ მეხუთე სართულზე დამწვარი ადამიანის, რომელსაც 70% აქვს დამწვარი, მისი გამოყვანაც კი მოხერხდა და გადაყვანა ხეჩინაშვილის კლინიკაში. უწყვეტად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. იმდენად მძლავრი იყო აფეთქება, რომ სინკარები ამ ხუთი სართული ფაქტობრიად ჩამოწოლილია. მოლოდინში ვართ, რომ ღმერთი გადმოგვხედას, თუმცა ცალსახად, ვითარება რთულია. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი კავშირზე არ არიან. მიმდინარეობს სპეციალური მოსამზადებელი სამუშაოები სირთულიდან გამომდინარე, რომ ფაქიზად მოხდეს, ვინაიდან ვინარჩუნებთ იმედს, რომ მოხდება ადამიანებსი გადარჩენა და პოვნა. დაზარალებულების და ყველას გადაყვანაზე უკვე დაჭერილია თადარიგი. ყველა ადამიანის ევაკუაცია მოხდება და გადაყვანა სასტუმროში. ეს იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა", - ამბობს ბექა ოდიშარია.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.

მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

ასევე ნახეთ:

მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი

შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია

საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური“მოლოდინში ვართ, რომ ღმერთი გადმოგვხედავს”– ბექა ოდიშარია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები