პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე

ქართული ოცნება

ანალიტიკოს გია აბაშიძის მტკიცებით, კახა კუკავამ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვა ფინანსური სარგებლის გამო დაიწყო. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს კიდევ ბევრი ფული აქვს გადამალული და კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა.

გია აბაშიძე: ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე
რუსთავი 2

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა გააქტიურებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის დაცვა კახა კუკავამაც დაიწყო, რომლისთვისაც, მთავარი ფინანსური სარგებელია.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. მისი თქმით, სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.

„ოდნავ დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, ბევრჯერ გაყიდულმა და გადაყიდულმა კახა კუკავამაც დაიწყო.

თუკი, მაგალითად, კახიშვილის შემთხვევაში ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში მუშაობის გამო მას ყოფილი პრემიერის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, კუკავას მხოლოდ „ფულის ენა“ ესმის. მისთვის არ არსებობს ისეთი უსინდისობა, რომელსაც ხელს არ მოაწერს - უბრალოდ, სხვადასხვა სიბინძურის ჩადენას სხვადასხვა ფასი აქვს.

ჰოდა, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.

ახალგაზრდებს რომ კარგად ესმოდეთ, წარმოიდგინეთ: ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე.“ - წერს აბაშიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ლატარია: ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, ყოფილი პრემიერის დამცველთა რიგში ნათელაშვილი - კუკავას "ძვირიანი ანარეკლიც" ჩაეწეროს, მთავარია, ღარიბაშვილს არ დაენანოს და ფული გადაიხადოს, ნათელაშვილი რომ უარს არ იტყვის, ყველამ იცისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები