პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

კოალიცია ცვლილებისთვის

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლება მოსკოვთან არსებული ფარული არხების გაოფიციალურებას იწყებს.

ნიკა გვარამია - როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
ინტერპრესნიუსი

როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა , - ეს განცხადება პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლების მიერ რუსეთთან „ფარული არხების“ ახლა უკვე გაოფიციალურება მიმდინარეობს.

“ ზურაბაშვილი ამისთვის დაინიშნა სინამდვილეში - რუსეთთან ამ ფარული არხების გაოფიციალურება მიმდინარეობს. ის, რომ კაცი, რომელიც ჟენევის ფორმატში უნდა იყოს ჩვენი მომლაპარაკებელი, სინამდვილეში იგივე ხალხს ხვდება მინსკში, (ხალხს ვგულისხმობ რუსს, დასავლეთის წარმომადგენლებს - არა) მიანიშნებს იმაზე, რომ უკვე ოფიციალურად და ღიად ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით - ოფიციალურად და ღიად, ხაზგასასმელია. თორემ, მანამდე ეს, როგორც გითხარით, ფარული არხებით ისედაც ხდებოდა, ნუ მეტ-ნაკლებად რიტორიკის დონეზე, მაგრამ რაც ხდება ეს უკვე აბსოლუტურად გასაგები და ცხადია. და რაც ყველაზე უფრო ცუდია, რომ დიახ, ჩვენ შევცვალეთ ლოკაცია, ვხვდებით მინსკში რუსებს, რაზე?! - არ ამბობენ…

შეუძლებელია კეთილი მიზნებით ამის შეფუთვა, სავაჭრო წარმომადგენელი არ არის ზურაბაშვილი. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ვაჭრობის კუთხით რომ განიხილებოდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს კაცი არ არის სავაჭრო წარმომადგენელი“, - აღნიშნავს გვარამია და დასძენს, რომ სავაჭრო საკითხებზე შეხვედრა სხვა ქალაქში შეიძლებოდა დაგეგმილიყო.

„შეგახსენებთ, რომ ბელარუსი არის ანტიუკრაინული კოალიციის წევრი და ის ქართველი [გიორგი ზურაბაშვილი] ახლა იმყოფება უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო გაერთიანების მიწაზე. თუ მოლაპარაკებები პირდაპირ ეხებოდა პროდუქტებს, ემბარგოს, შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვაგან, ასევე, შეიძლება თქვან ამის თაობაზეა, მაგრამ ამას არ ამბობენ. ღიად და ხაზგასმით ელაპარაკებიან რუსეთს, თან ბელარუსის ტერიტორიაზე.

დიპლომატიური ურთიერთობა სახელი კი არ არის, დიპლომატიური ურთიერთობა არის რეალური ნაბიჯები - როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები