პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თავად ევროკავშირის შიგნითაც დაიწყეს საუბარი და გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც შესაძლოა ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, თუმცა თვლიან, რომ ჩვენი პრინციპები თავად ევროკავშირისთვის არის მისაღები - ნინო წილოსანი გრანტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ნინო წილოსანის განცხადებით, ევროპარლამენტარების ინიციატივა ენჯეოების ლობისტური საქმიანობის ევროკავშირის გრანტებით დაფინანსების აკრძალვაზე მმართველი გუნდის პოზიციებს ემთხვევა.

თავად ევროკავშირის შიგნითაც დაიწყეს საუბარი და გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც შესაძლოა ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, თუმცა თვლიან, რომ ჩვენი პრინციპები თავად ევროკავშირისთვის არის მისაღები - ნინო წილოსანი გრანტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე
რუსთავი 2

თბილისში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატორი დეპუტატების ინიციატივა - ევროკავშირის გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების ლობისტური საქმიანობის დაფინანსების აკრძალვის შესახებ, საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს ემთხვევა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ძალები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რომლებზეც მმართველი გუნდი საუბრობს. მათივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა აჩვენებს, რომ საქართველოს პოზიციები ევროპაშიც აქტუალური ხდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატორი დეპუტატების ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლობისტური საქმიანობის ევროკავშირის გრანტებით დაფინანსების აკრძალვას ითვალისწინებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პრინციპებს ემთხვევა.

"ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონში და მთლიანად იმ პერიოდში განხილულ სხვადასხვა ინიციატივაში გავაერთიანეთ, ახლა, როგორც ჩანს, მათი მხრიდან დიდი მოწონების საფუძველია და ალბათ შორს არ არის დრო, როდესაც ამას უკვე კანონის ფორმასაც მისცემენ.

თავად ევროკავშირის შიგნითაც დაიწყეს საუბარი ამ ყველაფერზე და გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც ერთი მხრივ შესაძლოა ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, თუმცა მეორე მხრივ თვლიან, რომ ჩვენი პრინციპები თავად ევროკავშირისთვის არის მისაღები", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატორი დეპუტატები ევროკავშირის გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების ლობისტური საქმიანობის დაფინანსების აკრძალვას მოითხოვენ - POLITICOწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები