ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე ჩინეთში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე გამართულ რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც საქართველოში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის, პენსიების ზრდისა და ჯანდაცვის რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს
ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობსიმედინიუსი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია აღნიშნულ თემაზე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა. ხუთდღიანი კონფერენცია პრეზენტაციებს, სიტყვით გამოსვლებსა და თემატურ დისკუსიებს აერთიანებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირინე წაქაძემ ბოლო წლებში საქართველოში ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ილაპარაკა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ირინე წაქაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიზნით დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე და სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG სისტემაზე. ასევე ილაპარაკა ბოლო წლებში ასაკობრივი თუ სხვა სოციალური ჯგუფებისთვის საპენსიო გასაცემელის ზრდაზე, თემზე დაფუძნებული ზრუნვის, შინმოვლის, პერსონალური ასისტენტის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ფარგლებში ირინე წაქაძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაშიც, სადაც მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათ დასაძლევად მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თემების წვლილზე ილაპარაკა. ირინე წაქაძემ სამომავლო პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ძირითად დემოგრაფიულ ტენდენციებზე, პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების პროცესში არსებულ სირთულეებზე; განიხილავენ ჯანდაცვისა და ზრუნვის სისტემებს, ციფრული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას, სოციალურ დაცვას, შრომის ბაზარს, ასაკისადმი მეგობრულ გარემოს და ე.წ. „ვერცხლის ეკონომიკის“ შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განსხვავებულ გარემოებებსა და გზებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნები დემოგრაფიულ ცვლილებებს პასუხობენ. ამასთან, სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, განხილული იქნება, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობის დაბერების საკითხებზე რეგიონთაშორისი სწავლებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული კონფერენცია ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში ტარდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული კონფერენციაში მონაწილეობს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული კონფერენციაში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები