პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დაეთანხმებოდით ნატო/ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას? – “ქართული ოცნების” დეპუტატების კითხვა სასამართლოში

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა ოპოზიციას ჰკითხა, დაეთანხმებოდა თუ არა ტერიტორიების დათმობას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სანაცვლოდ.

დაეთანხმებოდით ნატო/ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას? – “ქართული ოცნების” დეპუტატების კითხვა სასამართლოში
ბათუმელები

„ასე რომ დადგეს საკითხი – შესაძლებელი რომ იყოს საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა?“ – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის ერთ-ერთმა ხელმომწერმა გიორგი კახიანმა ამ კითხვით მიმართა ოპოზიციურ პარტიებს 18 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

კითხვაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა თენგო თევზაძეს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელს.

„არავის, არასდროს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ – ჩვენს პარტნიორებს მსგავსი დაშვება და არჩევანი არ დაუყენებია. ერთადერთი, ვინც მსგავსს არჩევანს აკეთებს, ეს არის რუსეთი,“ – თქვა მან.

ენმ-ის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა კი თქვა, რომ ეს იყო მიზანმიმართულად, კრემლისთვის თავის მოსაწონებლად დასმული კითხვა.

18 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრებმა 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზეც დასვეს კითხვები.

კერძოდ, მათ იკითხეს, სადავო პუნქტების გამო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით წინა ხელისუფლებამ აღიარა თუ დაიბრალა კონფლიქტის ესკალაცია და არაპროპორციული ძალის გამოყენება?

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში იმის გარჩევა, ჩაიდინეს თუ არა ქართველმა სამხედროებმა 2008 წელს ომის დანაშაული, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

2026 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი კახიანი ოპოზიციას - საკითხი, ასე რომ დადგეს და იყოს შემოთავაზება, რომ შესაძლებელი იყოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა?
  2. TV პირველიოპოზიციურიკახიანი ოპოზიციას: შემოთავაზება რომ იყოს, EU-ში/ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელი იქნება, თუ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, დაეთანხმებოდით თუ არა?
  3. TV პირველიოპოზიციურიოპოზიცია "ოცნებას": ამას რუსეთი უყურებს, რომელი ჭკუათმყოფელი დასვამდა ასეთ კითხვას? ასე საკითხს სვამს მხოლოდ ოკუპანტი!
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა დღეს გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები