საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა დღეს გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის განცხადებით, მმართველი გუნდი კითხვებს პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუსვამს.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსიტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. ამჯერად მოსარჩელე მხარე კითხვებს მოპასუხე მხარეს დაუსვამს. პროცესი ფასდება მმართველ გუნდში.
„საზოგადოებამ უკვე დაინახა რეალურად რას ვედავებით ამ პარტიებს და საით არის სიმართლე. დღეს გვექნება შესაძლებლობა კითხვები დავუსვათ ამ პარტიებს. პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იქნება ეს კითხვები დასმული. პასუხები, რომლებიც სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს გასცეს, იყო ან კითხვისგან თავის არიდების მცდელობა, ან ტყუილებით საუბრობდნენ და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენი კითხვა-პასუხის რეჟიმში ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…