გიორგი კახიანი ოპოზიციას - საკითხი, ასე რომ დადგეს და იყოს შემოთავაზება, რომ შესაძლებელი იყოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა?
საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი კახიანმა ოპოზიციას ჰკითხა, დათანხმდებოდნენ თუ არა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის ხარჯზე, რაზეც თენგო თევზაძემ კითხვის აცილება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მსგავს არჩევანს მხოლოდ რუსეთი აყენებს.

საკითხი, ასე რომ დადგეს და იყოს შემოთავაზება, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა? კითხვა მარტივია - კი ან არა! - ამ შეკითხვით საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში ოპოზიციურ პარტიებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა მიმართა.
აქვე კახიანმა დასძინა, რომ აღნიშნულ კითხვას დაშვების დონეზე სვამს.
„აქ რამდენჯერმე კონსტიტუციის 78-ე მუხლი გაჟღერდა. ჩემი შეკითხვა დაშვების დონეზეა და ეხება, ერთი მხრივ, 78-ე მუხლს და, მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. რომ იყოს ასეთი შემოთავაზება, რომ საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოთ, ასეთ შემთხვევაში დაეთანხმებოდით თუ არა ასეთ შემოთავაზებას? - კი ან არა!“ - მიმართა კითხვით პარტიებს გიორგი კახიანმა.
პასუხად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ შეკითხვის აცილება მოითხოვა. თევზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს პარტნიორებს საქართველოს მიმართ მსგავსი არჩევანი არ დაუყენებია.
„არავის, არასდროს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ - ჩვენს პარტნიორებს მსგავსი დაშვება და არჩევანი არ დაუყენებია. ერთადერთი, ვინც მსგავსს არჩევანს აკეთებს, ეს არის რუსეთი. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ მოლაპარაკებები, სადაც ახლა მთელი მსოფლიოა ჩართული. ამ დაშვებაზე ამ დარბაზში ეს კითხვა საერთოდ რელევანტური არ არის“, - განაცხადა თენგო თევზაძემ გიორგი კახიანის პასუხად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…