"ხალხს ემალებიან, ემალებიან მედიასაც, სამაგიეროდ, მირბიან ელჩებთან, ესეც აჩვენებს, თუ როგორ არიან გაბანკროტებულები" - რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა
რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის გერმანიის საელჩოში ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ხალხსა და მედიას ემალება, ხოლო ელჩებთან დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად გარბის.

რა მიზნით იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საელჩოში? - ექსპრეზიდენტმა საელჩოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
დიპლომატიურმა უწყებამ უზრუნველყო და საელჩოს ტერიტორიიდან ზურაბიშვილი ავტომანქანით გამოვიდა. "კურიერმა" საელჩოს წერილობით უკვე მიმართა.
ამ ფონზე, მმართველი გუნდი გარე ძალების დავალებებსა და ინსტრუქციებზე საუბრობს.
"ხალხს ემალებიან, ემალებიან მედიასაც, სამაგიეროდ მირბიან ელჩებთან. ესეც აჩვენებს, თუ როგორ არიან გაბანკროტებულები სინამდვილეში საზოგადოების თვალში და მეორე მხრივ, ასევე სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, მიდიან იმისთვის, რომ მიიღონ დამატებითი ინსტრუქციები, ის ინსტრუქციები, რომლის შესრულებაშიც უკვე დიდი ხანია გამოჰყვათ მათ საშემოდგომოდ და არიან ოროსნები.
მაგრამ მაინც არ იშლიან ზნეს და, სამწუხაროდ, ასე იქცევიან ის ადამიანები, ვინც არიან არა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის სამსახურში, არამედ გარე დამკვეთებისა და დავალებების მიმცემების. თუ ვერ შეიგნეს ვერც დავალების მიმცემებმა, ვერც ამ დავალებების უხარისხო და უგონო შემსრულებლებმა, რომ ასეთი თამაშის წესები არასდროს გაჭრის და არ იქნება ეფექტური საქართველოში, მით უარესი იქნება მისთვის," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…