"ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები, დახურულ კარს მიღმა ოპოზიციასთან შეხვედრებს მედიისგან და საზოგადოებისგან მალულად არ უნდა ახდენდნენ" - დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ აკრედიტებული ელჩები ოპოზიციასთან შეხვედრებს მალულად არ უნდა მართავდნენ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის საელჩო კომენტარის გარეშე დატოვა.

რა მიზნით იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საელჩოში? - ექსპრეზიდენტმა საელჩოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
დიპლომატიურმა უწყებამ უზრუნველყო და საელჩოს ტერიტორიიდან ზურაბიშვილი ავტომანქანით გამოვიდა. "კურიერმა" საელჩოს წერილობით უკვე მიმართა.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, თუკი სალომე ზურაბიშვილს დასამალი არაფერი აქვს, ჟურნალისტების კითხვებზეც უნდა გაეცა პასუხი.
ასევე, მათიკაშვილის თქმით, საელჩოებში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტები და საუბრები მედიისგან და საზოგადოებისგან მალულად არ უნდა ხდებოდეს:
"თუ დასამალი არაფერი აქვს სალომე ზურაბიშვილს, ჟურნალისტების კითხვებზეც პასუხი უნდა გაეცა. არ არის ეს პირველი შემთხვევა, როდესაც დახურულ კარს მიღმა ხდება სხვადასხვა საელჩოში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტები და საუბრები. ამ საკითხს საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად უყურებს იმ კონტექსტით, რომ დასამალი ამ შეხვედრებში არაფერი უნდა იყოს და ისედაც ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა ოპოზიციასთან შეხვედრებს მედიისგან და საზოგადოებისგან მალულად არ უნდა ახდენდნენ. იმედია, ყველა ელჩი იცავს ვენის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და არ ხდება ამ მოთხოვნებისგან გადახვევა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…