უკრაინის საკითხზე ბერლინში მაღალი დონის მოლაპარაკებები იმართება - შტატების წარმომადგენლები უკრაინულ და ევროპულ დელეგაციებს შეხვდებიან
ბერლინში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები იმართება, სადაც ტრამპის წარმომადგენლები კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

დღეს, ბერლინში, უკრაინის საკითხზე მაღალი დონის მოლაპარაკებები იმართება. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინულ და ევროპულ დელეგაციებს შეხვდებიან.
განხილვის მთავარი თემა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება და ეკონომიკური აღდგენის გეგმაა. The Kyiv Independent-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მხარეები გააფრთხილეს, რომ მიმდინარე რაუნდი შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ბოლო რეალური შესაძლებლობა იყოს. წინა კონსულტაციებს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მხარეები ტერიტორიულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.
პარალელურად, გერმანიის დედაქალაქში "მსურველთა კოალიციის" სამიტიც იმართება, სადაც ოცამდე ქვეყნის ლიდერი კიევის შემდგომ მხარდაჭერაზე იმსჯელებს. მანამდე კი, ბრიუსელში "რამშტაინის" ფორმატის სხდომა პენტაგონის წარმომადგენელმა კიევი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების გამო გააკრიტიკა და სხდომა ვადაზე ადრე დატოვა.
"საჯარო დისკუსია ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ შორ მანძილზე დარტყმებსა და მათ მასშტაბებზეა კონცენტრირებული. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ამ დარტყმებმა ომის დასრულებას ხელი ვერ შეუწყო და ვერც ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა შეაფერხა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობების მხრივ უპირატესობა, შესაძლოა, მოსკოვს ჰქონდეს", - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…