პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: „დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის – ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“

ანალიტიკოს ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის მინსკში დაგეგმილი შეხვედრა პრაგმატული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება.

სადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: „დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის – ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
POSTV

„თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება“, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ პირდაპირი დიალოგი პოზიციების დათმობას არ ნიშნავს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის უშუალოდ და მკაფიოდ გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა.

მისივე შეფასებით, შუამავლების გარეშე ურთიერთობა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების საკითხებზე სწრაფ რეაგირებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას.

„თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება. პირდაპირი დიალოგი არ ნიშნავს რაიმე სახით პოზიციების დათმობას ანდა მეორე მხარესთან პირისპირ მარტო დარჩენას, ეს ნიშნავს სახელმწიფოებრივი პოზიციის უშუალო და მკაფიო გამოხატვას.

– პირდაპირ დიალოგს შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას! საერთაშორისო ფორმატების (როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები) პარალელურად, ორმხრივი არხების არსებობა აუცილებელია ადგილზე არსებული მწვავე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრობლემების ოპერატიულად მოსაგვარებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად.

კრიზისულ სიტუაციებსა და უსაფრთხოების საკითხებზე სწრაფი რეაგირება შუამავლების გარეშე უფრო ეფექტიანი იქნება, რაც რეალურად შეამცირებს ესკალაციისა და გაუგებრობების რისკს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, გადაადგილების თავისუფლებისა და უკანონო დაკავებების პრევენციის საკითხებზე პირდაპირი მუშაობა ადამიანების ყოველდღიურ ყოფას გააუმჯობესებს. რეგიონში სიმშვიდისა და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნება პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ტურიზმსა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

– ნებისმიერი გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარება იწყება საუბრით. პირდაპირი დიალოგი ქმნის წინაპირობას, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები უშუალოდ მოისმინონ.

– დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“, – წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში
  2. რუსთავი 2სამთავრობოსადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული მიზნის, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბაშვილი-გალუზინის პირველი შეხვედრა ხვალ მინსკში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები