პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბაშვილი-გალუზინის პირველი შეხვედრა ხვალ მინსკში გაიმართება

ტვ პირველისაქართველოს მთავრობაეუთოქართული ოცნებასაგარეო საქმეთა სამინისტრო

გიორგი ზურაბაშვილი და მიხაილ გალუზინი პირველ შეხვედრას მინსკში გამართავენ, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა. საგარეო მინისტრის მოადგილის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ გააკრიტიკა.

ზურაბაშვილი-გალუზინის პირველი შეხვედრა ხვალ მინსკში გაიმართება
რადიო თავისუფლება

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში 18 ნოემბერს დაუდასტურეს.

„ტვ პირველის“ ცნობითვე, ზურაბაშვილი უკვე ჩავიდა მინსკში და ხვალინდელი შეხვედრისთვის ემზადება.

რუსულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელმაც 17 ნოემბერს იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა.

მინსკი პრაღის ნაცვლად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგადი ცნობის თანახმად, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე.

უწყებაში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.

რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს.

მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ.

მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.

რაც შეეხება მინსკს, - ბელარუსის დედაქალაქს, - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა „ჟენევის ფორმატის“ მინსკში გადატანას:

„ჟენევის ფორმატი“ - ანუ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ - წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ.

რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას;

ინიციატივას მხარს უჭერენ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.

გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან.

კონტაქტები აღდგება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა.

ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.

მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი.

სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა;

ქაჯაიამ ამ თანამდებობაზე 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

კრიტიკა მანდატის გაფართოების გამო

გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება გააკრიტიკა „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“, - რომელიც სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ამ თანამდებობას აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ იკავებდა, წარმომადგენლის მანდატი კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა.

ორგანიზაციის შეფასებით, მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ ფუნქციის დაკისრება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს, - რასაც ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უშლის ხელს.

„აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 16 ნოემბერს.

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
  2. პირველი არხისამთავრობოგიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
  4. ფორმულაოპოზიციურიგიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
  5. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
  6. POSTVსამთავრობოგიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთთან არაფორმალური დიალოგის ფორმატი პრაღიდან მინსკში ინაცვლებს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"პირველების" ინფორმაციით, კობახიძის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები