პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე „დემოკრატებმა“ ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს, რომელსაც მხარი 251-მა დემოკრატმა დაუჭირა.

„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს
ინტერპრესნიუსი

„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს, - ინფორმაციას NBC News- ავრცელებს.

მომავალი სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურას მხარი წარმომადგენელთა პალატის 251-მა „დემოკრატმა“ წევრმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 11-მა მისცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სპიკერს 3 იანვარს, კონგრესის ახალი შემადგენლობის მუშაობის დაწყების პირველივე დღეს აირჩევს.

ჰაკიმ ჯეფრისს სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდება. აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების უახლესი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ 257 მანდატი აქვთ.

არჩევის შემთხვევაში, ჰაკიმ ჯეფრისი აშშ-ის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს თავდაცვის მინისტრ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები