პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დემოკრატები აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებენ

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ, იუწყება The Financial Times.

დემოკრატები აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებენ
ინტერპრესნიუსი

დემოკრატები აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როდესაც დემოკრატები კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ, ისინი საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებას ეცდებიან უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი საქნციების დასაწესებლად.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დემოკრატების ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, დემოკრატები უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ახალი პაკეტის ფორმირებას გეგმავენ, რომლის ღირებულაც 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული წყაროს თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ სფეროში დახმარება “ნამდვილად ძალიან მაღალ ადგილს იკავებს პრიორიტეტების სიაში”.

დემოკრატი კონგრესმენები, სავარაუდოდ, თავდაცვითი პოლიტიკის თაობაზე ყოველწიულ კანონმდებლობას (NDAA) გამოიყენებენ უკრაინისთვის დახმარების გაწევის მექანიზმად, რომელიც ახლანდელი კონგრეისს უფლებამოსილებების ამოწურვამდე უნდა იქნას მიღებული.

წყაროების თქმით, ახალ კონგრესში დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობზე ე.წ. ლინდსი გრესმის კანონპროექტში შესწორებების შეტანა იქნება.

“შესწორებების შეტანას ვგეგმავთ ლინდსი გრესმის კანონპროექტში. წელიწად-ნახევარი დაიხარჯა იმისთვის, რომ მიგვეღწია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის და ისინი უბრალოდ გააუქმეს,” - განაცხადა წყარომ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესწორებების შეტანას ვგეგმავთ ლინდსი გრესმის კანონპროექტში. წელიწად-ნახევარი დაიხარჯა იმისთვის, რომ მიგვეღწია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის და ისინი უბრალოდ გააუქმეს,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Politico - ევროპულ ქვეყნებს არ მიაჩნიათ, რომ „დემოკრატების“ კონგრესში გამარჯვება მნიშვნელოვნად შეცვლის უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები