ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ხაშური-ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი და ორი ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…