ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ჯიპისა და მცირე სატვირთოს შეჯახების შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ალთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპისა და მცირე ზომის სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…