ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას მძღოლი ემსხვერპლა. შსს-მ გამოძიება რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…