პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს

იუსტიციის სამინისტროტელეიმედისაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ კაპანაძე ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს
იმედინიუსი

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

„ექიმების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის N18-ე სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - აღნიშნეს პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, მოკლული გიორგი ღუნაშვილის დედის განცხადებით, მან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წერილით მიმართა; თათია ჩირგაძემ მოითხოვა განმარტება, თუ რატომ იმყოფება მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოში.

24 ივლისს პროკურატურამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.

„შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებიდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები