პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებიდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

რუსთავი 2იუსტიციის სამინისტრო

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე N18 სამკურნალო დაწესებულებიდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებიდან N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
რუსთავი 2

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე, ექიმების რეკომენდაციით, N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, ის საკანში მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გარდაცვლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის საჯარო მიმართვა.

შეგახსენებთ, შემთხვევა შანიძის ქუჩაზე 22 ივლისს მოხდა - შელაპარაკების ნიადაგზე 41 წლის ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაიჭრა.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაში დაკავებისას სამართალდამცველებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს მიღებული ხელის დაზიანების გამო მოხვდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური: შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ. „რეზბალნიცაზე“ – თითი „სტკივა“?” – მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები