პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გერმანიის ელჩ ბარბარა ფოსს შეხვდა და განათლების რეფორმები, სკოლებში გერმანული ენის სწავლება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განიხილა.

გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
იმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„გივი მიქანაძემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი საკითხების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის მიერ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამასთან, მხარეებმა ქართულ სკოლებში გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის კავშირის გაძლიერების ხელშეწყობაზე, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური მობილობისა და სამეცნიერო კვლევების მხრივ. შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა შეეხო ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობას, ამასთან, ამ კუთხით გერმანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
  2. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები