გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლა
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სისტემის რეფორმები და ახალი კანონპროექტი განიხილეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამსა და სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ბანკთან თანამშრომლობის პრიორიტეტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "განათლებისა და მეცნიერების შესახებ" საქართველოს ახალ კანონპროექტს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა დაადასტურეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…