პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთში გაემგზავრა, სადაც კოლეგა ჰუაი ძინპენთან ერთად განათლების სფეროში პარტნიორობის ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელს.

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
რუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან.

მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე პეკინში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან ერთად, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მინისტრი ლანჟოუს უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები