წალკის ერთ-ერთი სოფლის საბავშო ბაღში შესაძლო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში მოზარდის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მშობლის მტკიცებით, ბავშვს ფიზიკურად ეხებოდნენ და სახეზე ბალიშს აფარებდნენ, რასაც ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ცილისწამებას უწოდებს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში მოზარდის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა.
ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აღსაზრდელს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც TOK TV- წერს ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი მომხდარს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ამ გზით, მისი ადგილის დაკავება სურთ.
მშობლის თქმით, ასევე ჭიანურდება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების მოთხოვნის საკითხიც.
TOK TV- ს საბავშო ბაღის მენეჯერმა, განუცხადა, რომ სურვილის მიუხედავად კამერები ჯერჯერობით არ აქვთ და გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაწალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წალკის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
“ბაღში ბავშვებს ძილში სახეზე ბალიშებს აფარებდნენ”– შსს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების შესაძლო ძალადობას იძიებს
სკანდალი წალკის საბავშვო ბაღში - პოლიცია იძიებს აფარებდნენ თუ არა ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…