პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ბაღში ბავშვებს ძილში სახეზე ბალიშებს აფარებდნენ”– შსს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების შესაძლო ძალადობას იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო; მშობლების მტკიცებით, ბავშვებს ფიზიკურად ეხებოდნენ და ძილისას სახეზე ბალიშებს აფარებდნენ.

“ბაღში ბავშვებს ძილში სახეზე ბალიშებს აფარებდნენ”– შსს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების შესაძლო ძალადობას იძიებს
ალია

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. გუშინ ბავშვები ფსიქოლოგის თანხლებით გამოკითხეს.

ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მიმართეს პოლიციას. ისინი ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, ასევე იყენებდნენ დასჯის მეთოდებს – ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ და თანატოლებთან თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.

წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, კამერების დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიწალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები