პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხმაური სასამართლო დარბაზში - მოსამართლე ლემონჯავას დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, გორდულაძეს კი შენიშვნა მისცა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ხსენებას დაპირისპირება მოჰყვა: მოსამართლე რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას დარბაზის დატოვებით დაემუქრა, არჩილ გორდულაძეს კი შენიშვნა მისცა.

ხმაური სასამართლო დარბაზში - მოსამართლე ლემონჯავას დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, გორდულაძეს კი შენიშვნა მისცა
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოში, "ქართული ოცნების" მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხსენებას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პროცესის მიმდინარეობისას არჩილ ფირდულძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეპლიკა გააჟღერა.

აღნიშნულს გიგა ლემონჯავას რეაქცია მოჰყვა, რომელმაც არჩილ გორდულაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ხომ კარგად ხართ, მიხეილ სააკაშვილი რა შუაშია?“.

ამის შემდეგ, საქმეში მოსამართლე ჩაერია. რევაზ ნადარაიამ არჩილ გორდულაძეს ადგილიდან წამოძახილის გამო შენიშვნა მისცა, ხოლო გიგა ლემონჯავას მკაცრი გაფრთხილებით მიმართა:

„მეორედ მხარეს თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ, დაგატოვებინებთ დარბაზს. ჩვენ ქუჩაში არ ვართ. არ ვიცი, შეგეშალათ თუ განზრახ იყო, მით უარესი. აწი თუ ეს განმეორდება, დაუყოვნებლივ დაგატოვებინებთ დარბაზს“, - განაცხადა მოსამართლემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას - არალეგიტიმურს რომ ეძახით, ეს არის სადაო, ამიტომ არის ეს სარჩელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები