პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში სარიტუალო დარბაზს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების“ გამო

სურსათის ეროვნული სააგენტო

ბათუმში სარიტუალო დარბაზ „აჭარას“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც ფუნქციონირებდა.

ბათუმში სარიტუალო დარბაზს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების“ გამო
ბათუმელები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში, ინდმეწარმე კ. ფ.-ის სარიტუალო დარბაზ „აჭარაში“ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა.

აღნიშნული დარბაზი ბათუმში, ორბელიანის 15 ნომერში მდებარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, არაგეგმური ინსპექტირების საფუძველზე, დარღვევების გამო არაერთ ობიექტს შეუჩერეს საწარმოო პროცესი სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის თბილისში, ახალციხეში, ზესტაფონში და ა.შ.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები