პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა; 105.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტით ასფალტი დასაგებია მხოლოდ 700 მეტრზე.

მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა
რუსთავი 2

ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 25-კილომეტრიან, მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ამ ეტაპზე დარჩენილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მხოლოდ 700-მეტრიან მონაკვეთზე, ასევე, მგზავრთა მოსაცდელის, უსაფრთხოების ბარიერებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის დახაზვა.

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარის, 13 ახალი ხიდის, 109 წყალგამტარი მილის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას.

მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთი ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ნაწილია. გზის პირველი, ძირულა–მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასრულებულია.

აღნიშნული საავტომობილო გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ–დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს.

პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ასევე, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კავშირი ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან.

მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 105.6 მილიონი ლარია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზები მოწესრიგდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები