ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 20 კმ-იან მონაკვეთზე 70 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ37-კმ57 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია უტარდება 20 კმ-იან მონაკვეთს, რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ზედა და ქვედა საყრდენი კედლები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 8 სახიდე გადასასვლელს. ასევე, გათვალისწინებულია მეწყერულ მონაკვეთზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აღნიშნული სამუშაოები სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტი 2 ლოტად არის დაყოფილი და მისი ჯამური ღირებულება 70 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი სოფელ გვიმბალაურში გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები