პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის გზის მონაკვეთზე პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება 3.5 კმ-იანი მონაკვეთი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.5 მლნ ლარამდე გამოიყოფა.

გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავი 2

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაური (გვირაბის შემოსავლელი) კმ1-კმ7 მონაკვეთზე (გარდა კმ1,8-კმ5,4 კილომეტრებისა), პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჯამში 3.5 კმ-იან მონაკვეთს.

სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფარის აღდგენას, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას. ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები