ვახო სანაია - არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი, ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება! მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ“, „ყველას დაგაჯარიმებთ“, თუმცა ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია!
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ ეშინიათ და სიტყვებს ივანიშვილის გამო არ დააკორექტირებენ.

არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი და ის სიტყვები შეაქვს, რაც არ უნდა, რომ გაიგოს. ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება. მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ“, „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ“! ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია! - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გათავისუფლებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „არაფერი იცვლება პატიმრობით, რამდენხნიანიც არ უნდა იყოს და რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს“.
„ძალიან მეუხერხულება საუბარი, რომ 1 თვე ვიყავი საპატიმროში, 14 დღე თუ ასე შემდეგ...ჩვენ ისეთი ხალხი გვყავს ციხეში, ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, „სინდისის პატიმრები“, ყველა მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. აუცილებლად მივიყვანთ. რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრეთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი და ის სიტყვები შეაქვს, რაც არ უნდა, რომ გაიგოს. ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება. მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ“, „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ“! ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია! არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები“,- აღნიშნა ვახო სანაიამ.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…