პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მინისტერიალზე ელჩისა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის მიწვევა არ ნიშნავს მოწვევას და ის „ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას“ აჩვენებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კალასს არ აინტერესებს, როგორ ზიანდება ევროკავშირი და საქართველოზე გადაწყვეტილებებს მისი ჩართულობის გარეშე იღებენ.

შალვა პაპუაშვილი - მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია
ინტერპრესნიუსი

მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისთვის და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, “როდესაც საქართველოს ებრძვის ბრიუსელის ბიუროკრატია, ცდილობს, ამ ხიდის დაწვას”.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა რომ, “კალასს და ზოგიერთ ბიუროკრატს არ აინტერესებს როგორ ზიანდება ევროკავშირი”.

“კიდევ ერთხელ ჩანს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწვევა არ მიგვიღია. მინისტერიალზე, მინისტრების შეხვედრაზე ელჩისთვის მოწვევის გაგზავნა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის. როდესაც არის მინისტერიალი, იქ უნდა მოიწვიო მინისტრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია. როდესაც საუბრობენ დაკავშირებადობაზე და საუბრობენ შუა დერეფანზე, ანუ საქართველოზე, საქართველოს გარეშე, ეს არის იმ პრინციპის დარღვევა, რომელსაც თავად ითხოვენ რუსეთისგან. ჩვენ გვსმენია მათი განცხადებები, რომ არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე, მაშინ ისმის კითხვა, რატომ საქართველოზე საქართველოს გარეშე? ეს აჩვენებს მათი არათანმიმდევრულობას და ფარისევლობს. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, შეუმჩნევლობით გადაწყვეტილებების მიღება საქართველოზე.

საქმე ის არის, რომ ქალბატონ კალასს და ზოგიერთ ბიუროკრატს არ აინტერესებს როგორ ზიანდება ევროკავშირი. მათ აქვთ საკუთარი წარმოდგენა, საკუთარი გეგმა და მიზნები და ასე მუშაობენ. შეგახსენებთ, ქალბატონი კალასის პრემიერ-მინისტრობის დროს ესტონეთში, მან საკუთარი მინისტრი საქართველოში გამოუშვა აქ მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად, ანტისამთავრობო მიტინგებში. მას აქვს საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, ეს არის კონფრონტაციული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ და აქედან გამომდინარე უყურებს ყველაფერს. არ აინტერესებს რა გაფუჭდება და რა გაკეთდება.

მარტივად რომ შევხედოთ საკითხს, თუკი ვსაუბრობთ ჩვენ შუა დერეფანზე და დაკავშირებადობაზე, რომ წარმოვიდგინოთ [საქართველო] აკავშირებს ევროპას და აზიას, ანუ ორ კუნძულს, საქართველო არის ხიდი. როდესაც საქართველოს ებრძვის ბრიუსელის ბიუროკრატია, ის ცდილობს ამ ხიდის დაწვას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა”
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა" - შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: “საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები