პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის მოწვევით საქართველოზე საქართველოს გარეშე საუბარი სუვერენიტეტის ხელყოფაა, რაშიც ის კაია კალასის „უმწიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას“ ადანაშაულებს.

"მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, შეუმჩნევლობით გადაწყვეტილებების მიღება საქართველოზე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება საკითხს, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაკავშირებადობის ფორუმში არ მიუღია მონაწილეობა.

"აქ კიდევ ერთხელ ჩანს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოწვევა არ მიგვიღია. როდესაც არის მინისტერიალი, იქ უნდა მოიწვიო მინისტრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია, ეს ერთი. მეორე, როდესაც საუბრობენ დაკავშირებადობაზე და საუბრობენ შუა დერეფანზე, ანუ საქართველოზე, საქართველოს გარეშე ეს არის იმ პრინციპის დარღვევა, რომელსაც თავად ითხოვენ რუსეთისგან. ჩვენ გვსმენია მათი განცხადებები, რომ "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე", "არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე". მაშინ ისმის კითხვა, რომ რატომ მაშინ საქართველოზე, საქართველოს გარეშე? არის ეს მათი რუსული მიდგომა, რასაც ედავებიან რუსეთს ამერიკის მოლაპარაკებების დროს?

ეს აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობას და ფარისევლობას. მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის, ასე ვთქვათ, შეუმჩნევლობით გადაწყვეტილებების მიღება საქართველოზე. და ამიტომაც, ასეთი უმწიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებს ქალბატონი კალასი, ამიტომაც არის, რომ თავად ევროკავშირმა არც კი მიუშვა რუსეთთან მოლაპარაკებებში. თქვენ იცით, რომ ის გამოვიდა დუბლინში, თქვა, რომ მე ვარ საგარეო წარმომადგენელი, ასე ამირჩიესო და, რა თქმა უნდა, მე უნდა ვიყო მარტო ერთი ადამიანი, მე უნდა ვიყო წარმომადგენელიო. არათუ მარტო, შექმნეს ჯგუფი, სადაც შედიან ევროკავშირის პრეზიდენტი და კომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის ხუთი ქვეყანა და ამ შვიდკაციან ჯგუფშიც კი არ შეიყვანეს საგარეო წარმომადგენელი, არ შეიყვანეს იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ეხება ევროპის საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას.

მოლაპარაკებებში, რომელიც ეხება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას, მონაწილეობას არ მიაღებინებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. აი, ამას მიაღწია კაია კალასმა საკუთარი კოლეგების მხრიდან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ცდილობენ საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ ომის პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, ეს არის ბრიუსელის მთავარი პრობლემა, რომ საქართველოს ხედავს რუსეთის კონტექსტში. არ აღგვიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ჩვენი მიზნებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები